ჯეი დი ვენსმა ტრამპს მასკთან კონფლიქტში მხარი დაუჭირა

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცი-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამაყობს იმით, რომ მისი თანაგუნდელია.

„პრეზიდენტ ტრამპს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული, რათა დამემსახურებინა იმ მოძრაობის ნდობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვდგავარ“, - დაწერა ვენსმა.

ცნობისთვის, გუშინ მასკმა ტრამპთან კონფლიქტის ფონზე ამერიკის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას და მისი ჯეი დი ვენსით შეცვლას.