ჯეი დი ვენსი: უკრაინამ და რუსეთმა ომის ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ

ჯეი დი ვენსი

 უკრაინამ და რუსეთმა ომის ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, - განაცხადაშეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ჟურნალისტ მეთიუ ბოილთან. დისკუსიის დროს ვენსმა განიხილა, თუ როგორ შეუძლია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გამოიყენოს თავისი ეკონომიკური გავლენა მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად.

შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპი დაახასიათა და თქვა, რომ ის მკაცრია, მაგრამ არა სასტიკი.

„რატომ არ წყვეტენ რუსები და უკრაინელები ერთმანეთის ხოცვას და არ იწყებენ ერთმანეთთან ვაჭრობას? უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ. ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე. ამჟამად რვა სამშვიდობო შეთანხმება გვაქვს. მეცხრე და მეათე შეთანხმებაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ტრამპი თუ მეათეს მიაღწევს, მას ნობელის მშვიდობის პრემია უნდა მიენიჭოს“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.