„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
ვფიქრობ, რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკზე ტერიტორიული კონტროლის დამყარება - უკრაინელები ამას, გასაგებია, რომ უსაფრთხოების დიდ პრობლემად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ საბოლოოდ, ისინი, ალბათ, დაკარგავენ დონეცკს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გამოცემა UnHerd-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე - რა ეტაპზე ვართ ახლა ამ [სამშვიდობო შეთანხმების] პროცესში და ვის მიიჩნევთ მთავარ დაბრკოლებად ფინიშის ხაზის გადასაკვეთად? რუსებს, ევროპელებს თუ თავად უკრაინელებს? - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა:
გამოწვევები სამივე ჯგუფთან არსებობს. სიმართლე გითხრათ, დილით ჩვენი მომლაპარაკებლებისგან განახლებული ინფორმაცია მივიღე. ჩემი აზრით, გარღვევა, რომელსაც მივაღწიეთ, არის ის, რომ ყველა საკითხი რეალურად ღიად არის გატანილი. [თავიდან] იყო დაბნევის მცდელობის გარკვეული თამაში, გამოგონილ პრობლემებს მიღმა დამალვა და კარტების ბოლომდე არგახსნა. მსგავს რამეს ყველასთან ნახავთ რთული მოლაპარაკებების დროს. თუმცა, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელებისა და რუსებისგან დავინახეთ, არის ის, რომ უკვე რეალურად იკვეთება, რა არის მათთვის შეუვალიდა რაზეა შესაძლებელია მოლაპარაკება.
ვფიქრობ, რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკზე ტერიტორიული კონტროლის დამყარება. უკრაინელები ამას, გასაგებია, რომ უსაფრთხოების დიდ პრობლემად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ საბოლოოდ, ისინი, ალბათ, დაკარგავენ დონეცკს. თუმცა, ეს „საბოლოოდ“ შეიძლება ნიშნავდეს 12 თვეს ან უფრო მეტს. ასე რომ, ეს ტერიტორიული დათმობა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია მოლაპარაკებებში - ეს საშინელი ტერიტორიული დათმობაა, უნდა ითქვას.