1734086254
ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა 3 თვის შვილი პირველად გამოაჩინეს - ფოტო
ჯასტინ ბიბერმა, რომელიც აგვისტოში მამა გახდა, 3 თვის ვაჟი, ჯეკ ბლუზი პირველად გამოაჩინა. ცნობილმა მომღერალმა მეუღლესთან, ჰეილი ბიბერთან და მათ პატარასთან ერთად ახალი ფოტოები გააზიარა.
მომღერალმა კადრები თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ჰელოუინის დღესასწაულზე, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება, წყვილმა გადაწყვიტა „Kim Almighty" გმირებად გადაქცეულიყვნენ.
სხვათა შორის, ეს მშობიარობის შემდეგ პირველი კადრებია, რომლებშიც ვარსკვლავურმა წყვილმა შვილის ჩვენება გადაწყვიტა.
მოგეხსენებათ, ბიბერები 2018 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ. დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა ჭორები მათ ქორწინებაში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ჰეილი მათ უარყოფდა. უკვე მაისში მან გამოაცხადა, რომ ორსულად იყო პირველ შვილზე. აგვისტოში კი მათ ვაჟი ჯეკ ბლუზი შეეძინათ.