ჯარი აკმაყოფილებს რუსეთის საჭიროებებს, მაგრამ მისი ძალა უფრო დიდი უნდა იყოს - მედვედევი

მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის აზრით, შერეული არმია, სამშობლოს კიდევ უფრო წარმატებულ დაცვას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მედვედევის თქმით, ამ მომენტში რუსეთის კიდევ წარმატებული დაცვა შეუძლია შერეულ არმიას, რომელიც დაფუძნებულია როგორც გაწვევაზე, ასევე კონტრაქტზე.

„ჯარი აკმაყოფილებს რუსეთის საჭიროებებს, მაგრამ მისი ძალა უფრო დიდი უნდა იყოს.

ჩვენი არმია უნდა გაიზარდოს. სულ მცირე მილიონ ნახევარს უნდა აღემატებოდეს“, - აცხადებს მედვედევი.

მედვედევმა აღნიშნა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარებამ ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირების მიდგომებზე, რადგან მისი აზრით,  არმიის სიძლიერე გამოცდას გადის საომარი მოქმედებების პერიოდში.