იულია ტიმოშენკოს ოფისი გაჩხრიკეს - უკრაინის ექსპრემიერი კორუფციაში ამხილეს

იულია ტიმოშენკო

შესაძლოა, იულია ტიმოშენკო ისევ საპატიმროში აღმოჩნდეს.

ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს მისი პარტიის ოფისში. "ბატკივშინას" ხელმძღვანელს ანტიკორუფციული უწყება კორუფციაში ამხელს.

ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და უმაღლესი რადას ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ, ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, სხვა დეპუტატების მიმართ ქრთამის შეთავაზებასა და მოსყიდვის მცდელობას ედავებიან.