ილია მეორე აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
1768574499
"ბატკივშინას" ხელმძღვანელმა, იულია ტიმოშენკომ, უკრაინის ხელისუფლებას ფაშისტური რეჟიმი უწოდა.
უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, ტიმოშენკომ განაცხადა, რომ აპირებს თქვას, თუ "რა ხდება რეალურად ქვეყანაში" და უკრაინის დატოვებას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"მე აქ ვიქნები, სანამ უკრაინა არ გათავისუფლდება ამ ფაშისტური რეჟიმისგან" - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა, კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის, "ბატკივშინას" ოფისში, ჩხრეკა ჩაატარეს.