იტალიურმა სამხედრო ხომალდმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი შეამოწმა

იტალიურმა სამხედრო ხომალდ

ევროკავშირის საზღვაო მისიამ იტალიის ხელმძღვანელობით, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულ ტანკერ Toa Payoh-ზე დესანტი გადასხა. ოპერაციის მიზანი გემის დროშისა და რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება იყო. ხომალდი კამერუნის დროშს ქვეშ ცურავს.

იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკერის კაპიტანმა თავდაპირველად ინსპექტორებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც სამხედროები ბორტზე ვერტმფრენიდან გადავიდნენ.