ნოემბრის თვეში მიცვალებულები ოჯახის წევრებს სტუმრობენ - ეზოტერიკოსების მოსაზრება
1762200559
                                                                იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ალექსეი პარამონოვი დაიბარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, ზახაროვა გამოეხმაურა რომის ცენტრში ისტორიული კოშკის ჩამონგრევას და აღნიშნა, რომ ინციდენტი დაკავშირებულია იტალიის მიერ უკრაინის მხარდაჭერასთან.
„ვიდრე იტალიის მთავრობა თავისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, ქვეყანა ჩამოიშლება: ეკონომიკიდან დაწყებული და კოშკებით დამთავრებული“, – აღნიშნა მარიამ ზახაროვამ.