გიორგი აკოევი, მეტსახელად „სვერდლოვსკი“, დააკავეს

გიორგი აკოევი

რუსეთში სამართალდამცველებმა დააკავეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ გიორგი აკოევი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში გია სვერდლოვსკის სახელით იცნობენ.

„კრიმინალური ავტორიტეტის“ დაკავების სპეცოპერაცია 1 ნოემბერს ჩატარდა. 

პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლიდან იარაღის და ალკოჰოლის ძვირად ღირებული კოლექცია ამოიღო. 

 გიორგი აკოევს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.