ნეაპოლში, ქართველ ქალზე სექსუალურად იძალადეს - იტალიური მედია დანაშაულის დეტალებზე
1788368808
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „მთლიანად ევროკავშირისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს“.
„ვერ გამოვრიცხავთ, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნები იმართება, პროცესზე ზემოქმედების მცდელობები ვიხილოთ“, - აღნიშნა ტაიანიმ ირლანდიის ქალაქ უიკლოუში, ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების არაფორმალურ შეხვედრაზე ჩასვლისთანავე.
„მე არ გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემოკრატიულ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობებს - ჩარევას ჩვენს ქვეყნებში გამართულ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებში და ამ დასაგმობი საქმიანობით ხალხის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას“, - განაცხადა მან.