იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო პიანტედოზის მოქმედებებს.

„არარეგულარული და უკონტროლო მიგრაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სეუტიდან გავრცელებული კადრები აჩვენებს, რომ მადრიდის მთავრობის გადაწყვეტილება 500 000-ზე მეტი მიგრანტისთვის ესპანეთის და, შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ არასწორია და ხელს უწყობს ადამიანებით უკანონო ვაჭრობას.

ცნობისთვის, მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა. მოგვიანებით მადრიდმა ანკლავში სამხედროები გაგზავნა.