როდის არ უნდა დავდგათ ნაძვის ხე - ეზოტერიკოსი რიცხვებს ასახელებს
1764793751
იტალია არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის ნატო-ს პროგრამაში, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ანტონიო ტაიანის თქმით, მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების გათვალისწინებით, იტალიისთვის PURL პროგრამაში გაწევრიანება „ნაადრევია“.
„შეთანხმებას თუ მივაღწევთ და საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, იარაღი აღარ იქნება საჭირო. სხვა რამ იქნება საჭირო, მაგალითად, უსაფრთხოების გარანტიები“, – განაცხადა ტაიანიმ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალი მექანიზმის ფარგლებში პოლონეთი, გერმანია და ნორვეგია, ჯამში, 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ კი განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან ფულს არ გაუგზავნის და არ შეუერთდება იარაღის მიწოდების ნატო-ს ახალ მექანიზმს.