ისრაელსაც და ირანსაც თანაბრად სურდათ ომის შეჩერება - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ისრაელსაც და ირანსაც თანაბრად სურდათ ომის შეჩერება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მისთვის პატივი იყო ომის შეჩერება.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ყველა ბირთვული ობიექტისა და შესაძლებლობის განადგურება და შემდეგ კი ომის შეჩერება“, – წერს ტრამპი.