ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი - კირ სტარმერი

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. ასევე, დიდ ბრიტანეთს „სერიოზული შეშფოთება“ აქვს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება და გამოხატა გაერთიანებული სამეფოს სერიოზული შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ განუცხადა [ნეთანიაჰუს] დეესკალაციისა და დიპლომატიური გამოსავლის საჭიროების შესახებ, რეგიონის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე,“ – ნათქვამია კირ სტარმერის პრესსპიკერის განცხადებაში.