წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტები იყო, რომლებიც ლიბანის სამხრეთ ნაწილში საკუთარი შესაძლებლობების აღდგენას ცდილობდნენ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადებით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
მედიის ცნობით, ისრაელის სამიზნეები ქვეყნის საზღვრიდან 4 კმ-დან 24 კმ-მდე ფარგლებში მერყეობდა.
როგორც მედია წერს, საჰაერო იერიშებამდე ისრაელის სამხედრო პრესმდივანმა, ავიჩაი ადრაიმ ლიბანში ევაკუაციის ბრძანება ერთდროულად სამ ლოკაციაზე გასცა, სადაც, მისი თქმით, დაჯგუფების ობიექტები იყო განთავსებული. „როიტერის“ ცნობით, საჰაერო დარტყმები განცხადების გავრცელებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაიწყო.