ისრაელმა ლიბანსა და ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელის ავიარეიშები

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს აცხადებენ, რომ პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰამასთან“ დაკავშირებულ სამიზნეებზე ლიბანსა და ღაზას სექტორში საჰაერო იერიში მიიტანეს.

ისრაელის ავიაიერიში ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო შეტევას მოჰყვა, რომლის განხორციელებაშიც ისრაელი „ჰამასს“ ადანაშაულებს.

მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ისრაელის პოლიციამ კვირის დასაწყისში იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთი ღამით დაარბია.

 

ცნობისთვის, 6 აპრილს ისრაელის მიმართულებით ლიბანის ტერიტორიიდან სულ მცირე 34 რაკეტა გაისროლეს. მათგან 25 საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო 5 ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.