ისრაელმა ღაზას 30 პალესტინელის ცხედარი გადასცა

წითელი ჯვარი

ისრაელმა ღაზას 30 პალესტინელის ცხედარი გადასცა. როგორც „სიენენი“ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ცხედრების ნაწილს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

„სიენენის“ ცნობით, უცნობია, სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ პალესტინელები.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი დათანხმდა, რომ 360 პალესტინელის ცხედარი გადაეცა ღაზისთვის. ისრაელი მათ „ღაზელ ტერორისტებად“ მოიხსენიებს.