მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
1761242584
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ღამით რუსთაველის გამზირზე აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. გზის გადაკეტვის პარალელურად, დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.
კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი დაკავებულის, აფგან სადიგოვის ადვოკატმა, მარიამ ყაველაშვილმა.
"ბატონმა ზვიად ცეკვავამ 14 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა აფგანი. ვიდეო მტკიცებულება ძალიან საინტერესოა. წარმოდგენილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითქოს პოლიციელები მოუწოდებდნენ ქართულად, ბატონ აფგანს მოგეხსენებათ, რომ ქართული საერთოდ არ ესმის და არც ვიდეო მტკიცებულებებში არ ჩანდა ის ფაქტი, რომ იმ დროს, როდესაც მოწოდება განხორციელდა, ის ადგილზე იმყოფებოდა. ბატონი აფგანი არც იმ ფაქტს არ უარყოფს, რომ ის აქციაზე დადის. მას შემდეგ, რაც ის 9 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის ყოველდღიურად აქციაზეა, რუსთაველის გამზირზე და პროტესტს გამოხატავს,“ - აცხადებს მარიამ ყაველაშვილი.
ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი, ბორის ჩელე ყურია ამბობს, რომ მასალების გაცნობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ.
"დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გადაიდოს საქმის განხილვა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ მოგვცემია საკმარისი დრო და საშუალება იმისთვის, რომ მოგვეგროვებინა მტკიცებულებები და გავცნობოდით მასალებს," - აცხადებს ბორის ჩელე ყურია.
მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
1761242584