ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელებს ღაზის სამხრეთიდან ევაკუაციისკენ მოუწოდეს

პალესტინელები

ისრაელის თავდაცვამ პალესტინელები გააფრთხილა და მათ ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის დატოვება უბრძანა. მოსახლეობამ ევაკუაციის შესახებ თავდაპირველად აუდიოშეტყობინება მიიღო, შემდეგ კი ისრაელის არმიამ გაფრთხილება არაბულ ენაზე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი უკვე ტოვებს ტერიტორიას. ევაკუაციის შესახებ მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ღაზიდან ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. მათგან რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი ღია ტერიტორიაზე დაეშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ განაცხადა, რომ იერიში ისრაელის დანაშაულების საპასუხოდ განახორციელა.