ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 32 პალესტინელი დაიღუპა

ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 32 პალესტინელი დაიღუპა

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 32 პალესტინელი დაიღუპა, 139 ადამიანი კი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ანკლავში სამედიცინო მარაგების ძლიერი დეფიციტია. ისინი საერთაშორისო ინსტიტუტებს, პაციენტებისა და დაშავებულების გადასარჩენად, სწრაფი ჩარევისკენ მოუწოდეს.

ისრაელში სასამართლომ ულტრა-ორთოდოქსებს ჯარში გაწვევა დაავალა. გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნა მიღებული. განაჩენში ნათქვამია, რომ არ არსებობს საფუძველი განასხვაონ რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები სხვა ისრაელელებისგან.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ისრაელის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შტატები მუშაობს დიპლომატიური შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ისრაელსა და ლიბანელ სამოქალაქო პირებს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იავ გალანტის თქმით, შეთანხმების მისაღწევად მუშაობენ, მაგრამ ასევე უნდა განიხილონ მზადყოფნა ყველა შესაძლო სცენარისთვის.