ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, ლიბანის ქალაქ ტირეს მახლობლად 6 ადამიანი დაიღუპა

ლიბანი

 ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეპიცენტრში რჩება ლიბანი - ისრაელის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, ქალაქ ტირეს მახლობლად ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები.

აფეთქებები იყო ქალაქ კანაშიც. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი შენობები. ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.