1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ანტისემიტური გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ დრეიფუსის სასამართლო პროცესის ტოლფასია, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეაფერხებს ისრაელს თავისი მოქალაქეების დაცვაში.
მანამდე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.
მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.