ისრაელის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს, სამხედრო პატიმრობა მიესაჯა

პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ

ისრაელმა არმიის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს, პატიმრობა მიუსაჯა.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ჯარისკაცებს 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ. ამასთან, მათ სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

„ჯარისკაცი, რომელმაც ქრისტიანული სიმბოლო დააზიანა და ჯარისკაცი, რომელმაც ეს აქტი გადაიღო, სამხედრო მოვალეობიდან გათავისუფლდებიან და 30-დღიან სამხედრო პატიმრობას მიიღებენ“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტის მიერ ქანდაკების დაზიანების ფოტო გასულ შაბათ-კვირას ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მოგვიანებით ისრაელის არმიამ მისი ავთენტურობა დაადასტურა და გამოძიება დაიწყო. ისრაელის ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო.