ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში Al Jazeera-ს ოპერირება დროებით აკრძალა

ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში Al Jazeera-ს ოპერირება დროებით აკრძალა

ისრაელის სამართალდამცველებმა იერუსალიმში სასტუმროს ნომერი გაჩხრიკეს, სადაც ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისი იყო განთავსებული.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში Al Jazeera-ს ოპერირების დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ნეთანიაჰუს მთავრობამ განმარტა, შეზღუდვა მანამდე იქნება ძალაში, სანამ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები არ დასრულდება, რადგანაც Al Jazeera-ს მაუწყებლობა ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

Al Jazeera-ს ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ისრაელის ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.