5 ნიშანი იმისა, რომ ჯადო გაქვთ
1711806000
ისრაელის მთავრობა და უსაფრთხოების სისტემის წარმომადგენლები აწარმოებენ ფარულ მოლაპარაკებებს სირიის მომავალზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დისკუსია სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს საერთაშორისო სამიტის ჩატარების ინიციატივას, რომელიც განიხილავს წინადადებას სირიის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფის შესახებ, რათა გარანტირებული იყოს სირიის ყველა ეთნიკური ჯგუფის უსაფრთხოება და უფლებები.
ადგილობრივი მედიის თანახმად, უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნებმა და მთავრობამ განიხილეს ეს შესაძლებლობა გასულ თვეში ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის მთავრობის მინისტრებმა ასევე განიხილეს თურქეთის გავლენა სირიაში და მასთან დაპირისპირების გზები, ასევე ეჭვები სირიის ახალ ლიდერთან, აჰმედ ალ-შარაასთან დაკავშირებით და დრუზებისა და ქურთების უმცირესობების საკითხები.