ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში ირანთან კონფლიქტის შედეგად დაშავებული 142 პირი გადაიყვანეს

ისრაელი

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში ირანთან კონფლიქტის შედეგად დაშავებული 142 პირი გადაიყვანეს.

ჰოსპიტალიზებულ პირთაგან სამის მდგომარეობა საშუალოა, 134-ის მდგომარეობა კარგად ფასდება, ხუთს კი შფოთვის გამო მკურნალობა ჩაუტარდა. ჯანდაცვის სამინისტრო დაშავების მიზეზებს არ აკონკრეტებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანთან ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში 3 369 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 81 ამჟამადაც კლინიკაში გადის მკურნალობას. ჰოსპიტალიზებული პირებიდან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, შვიდის მდგომარეობა მძიმეა, 14-ის – საშუალო, ხოლო 59-ის – კარგია.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები მოიცავს როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჯარისკაცებს.