ისრაელის არმიის მხრიდან დაბომბვას ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოცი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის არმია

ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოცი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, სულ მცირე, ათი პალესტინელი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის დროს. პალესტინური საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ მსხვერპლთა შორის რამდენიმე ბავშვი და ქალია. ისრაელის სამხედროებმა ასევე დაბომბეს ქალაქ ღაზის ზეიტუნის და შეიხ რადვანის უბნები, სადაც ათი ადამიანი დაიღუპა.

პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ „ჰამასი“ ღაზაში უფრო დიდი ტემპით ძლიერდება, ვიდრე ისრაელის არმია ანადგურებს მის სამხედრო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელი თვეების განმავლობაში არ შესულა ჩრდილოეთ ღაზის ნაწილებში და პალესტინის ტერორისტული ჯგუფი იყენებს ამ დროს გადაჯგუფებისა და „ომის შემდეგი ეტაპისთვის“ მოსამზადებლად.