ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
ისრაელი მალე იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის საჰაერო გზით ჩაშვების ნებართვას მისცემს.
სწორედ ამ გზით აწოდებდნენ ქვეყნები ღაზის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გასულ წელს. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო ძალების მიერ ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოყრა ისრაელის თავდაცვის ძალებთან არის კოორდინირებული.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, იორდანიამ პირველი საჰაერო ჩაშვება, შესაძლოა, დღესვე განახორციელოს.
გასულ წელს აშშ-ის სამხედრო ძალებმა, იორდანიასთან, ეგვიპტესთან და საფრანგეთთან კოორდინაციით, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაყარეს.