1772916489
ისრაელი მიიჩნევს, რომ აიათოლა ხამენეის ვაჟი კვირის დასაწყისში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაჭრილია
ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოჯტაბა ხამენეი, ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი და მისი ერთ-ერთი პოტენციური მემკვიდრე, გასულ კვირას საჰაერო თავდასხმის შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა დაჭრილია.
ისრაელის შეფასებით, მოჯტაბა ხამენეი დარტყმის დროს დაიჭრა. სამშაბათს, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ისლამური რესპუბლიკის შემდეგი მეთაურის პოსტზე, მამამისის მემკვიდრეობის მთავარი კანდიდატია. Times-ის ინფორმაცია ოპოზიციურმა გამოცემა Iran International-მა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც "ინფორმირებულ წყაროებზე" დაყრდნობით განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი, უკვე არჩეული იყო ექსპერტთა ასამბლეის მიერ მამამისის მემკვიდრედ .
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა, ირანის ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვა, დღეს აღნიშნა, რომ სამშაბათს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ყუმში მდებარე 88 კაციანი ექსპერტთა ასამბლეის შენობა დაბომბეს, რომელსაც ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა დაევალა. დეფრინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ყუმზე თავდასხმის შედეგების დეტალურ ინფორმაციას ელოდა. ირანის ოპოზიციის ცნობით კი, შენობა ძირითადად ცარიელი იყო, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მასზე თავდასხმის შესახებ გამოაცხადეს.











