კიბოს ნიშნები, რომლებიც, შესაძლოა, ჭამის დროს გამოვლინდეს
1754596396
ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ტერიტორიაზე კონტროლის გადაცემას „გარდამავალი მმართველი ორგანოსთვის“ გეგმავს.
ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ წარადგინა ისრაელის მთავარი მიზნები. ეს არის „ჰამასის“ სრული დაშლა და ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო დაბრუნება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კონფლიქტი, შეიძლება, სწრაფად დასრულდეს, თუ „ჰამასი“ იარაღს დაყრის და მძევლებს გაათავისუფლებს. ისრაელის მედიის თანახმად, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა დღეს გვიან გაიმართება, რათა განიხილონ, გაგრძელდება თუ არა ღაზის სექტორის სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაცია.