რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
2 დღე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე - ვინ გახდება მომდევნო პრემიერ-მინისტრი - ვიქტორ ორბანი თუ პეტერ მაგიარი? მოქმედი პრემიერ-მინისტრი საუბრობს გარე ჩარევებზე და საფრთხეებზე, რაც შეიძლება მისი დამარცხების შემთხვევაში განვითარდეს.
საპარლამენტო არჩევნებს უნგრეთში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, რომლებიც უკვე ბუდაპეშტში იმყოფებიან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ კონკრეტულად შეგეთში, მაგრამ უნგრეთის სხვა ქალაქებშიც დააკვირდნენ ამ არჩევნებს.
"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად შეგეთში, მაგრამ უნგრეთის სხვა ქალაქებშიც დავაკვირდეთ ამ არჩევნებს. არჩევნებამდე იქ არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებისთვის სპეციალური შეხვედრები, მათ შორის, კანდიდატებთან, წარმომადგენლებთან, ვეცნობით მათ ხედვებს, მოლოდინებს. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა, დეტალურად, სიღრმისეულად შევისწავლოთ წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნების დღეს დავაკვირდეთ ხმების დათვლას, შეჯამებას და ამის გამოქვეყნებას. ფაქტობრივად, ყველა კომპონენტი, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან, დაწყებული მედიაგარემოთი, დასრულებული კამპანიის დაფინანსებით, ყველა ეს დეტალი სიღრმისეულად შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და ამის საფუძველზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით გამოვაქვეყნოთ დაკვირვების შედეგები. თავად კანდიდატებიც აღნიშნავენ და გვთხოვენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამას და ერთ-ერთი მათგანი არის საგარეო ჩარევა. საგარეო ჩარევა მნიშვნელოვანი საკითხია, სხვათა შორის ეს მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი არ არის, ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად ამის გამოკვეთა სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო. დღეს, ფაქტობრივად, ყველა არჩევნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
1775810448