ისრაელი და „ჰამასი“ ზავის გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს მართავენ

ისრეალ-ჰამასის ომი

ისრაელი და „ჰამასი“ დროებითი ზავის გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ეგვიპტელ და კატარელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მანამდე ორივე მხარემ გარიგების გახანგრძლივების სურვილის შესახებ საჯაროდ განაცხადა, რომლის ფარგლებში, ისრაელის ციხეებიდან 150-მდე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, „ჰამასს“ 50 ისრაელელი მძევლის გამოშვება დაევალა.

The Wall Street Journal-ი როგორც წერს, ახლა მხარეები ზავის 4 ან ნაკლები დღით გაგრძელების შესაძლებლობაზე მსჯელობენ. შედეგად „ჰამასმა“ შეიძლება მინიმუმ 20 ქალი და ბავშვი გამოუშვას