ისრაელი არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმას ადასტურებს

არაკის მძიმე წყლის რეაქტორი

ისრაელი არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმას ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რეაქტორი მაღალი შემცველობის პლუტონიუმის წარმოებისთვის შეიქმნა, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.

„დარტყმის სამიზნე პლუტონიუმის წარმოებისთვის განკუთვნილი კომპონენტი იყო , რათა თავიდან აეცილებინათ რეაქტორის აღდგენა და ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმაში ჩართული იყო 40 გამანადგურებელი, რომელთა სამიზნეც ათობით სამხედრო პუნქტი იყო, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების ასაწყობი ადგილები.