ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდია

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა. 2021 წლის შემდეგ რეიკიავიდან სამხრეთით მდებარე ვულკანის ეს უკვე მე-11 ამოფრქვევაა.

ვულკანის გააქტიურებას მოჰყვა ტურისტების ევაკუაცია თერმული კურორტიდან „ცუფერი ლაგუნადან“, ასევე ევაკუირებული არიან ადგილობრივი მცხოვრებლები მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკიდან.

ლავამ გრინდაიკის მახლობლად განთავსებულ დამცავ ბარიერებამდე მიაღწია.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ამ ეტაპზე საჰაერო მიმოსვლა არ შეფერხებულა, რადგან ვულკანიდან დიდი რაოდენობით ფერფლი არ ამოფრქვეულა.