ისლანდიაში ქალმა აეროპორტამდე ორი საათი ფეხით გაიარა, რათა ტაქსისთვის 200 დოლარი არ გადაეხადა

ქალი

ქალმა სოციალური მედიის მომხმარებლები შოკში ჩააგდო, მას შემდეგ, რაც გაამხილა, რომ ისლანდიის აეროპორტამდე ჩემოდნით ორ საათზე მეტი ფეხით იარა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„როცა ისლანდიაში დილის 5 საათზე აეროპორტამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის და ტაქსი 200 ევრო ღირს (214 აშშ დოლარი), აეროპორტამდე 2,5 საათი ფეხით გიწევს გადაადგილება, - ამბობს TikTok-ის მომხმარებელი მაისი ჯეინი.

ვიდეოში სხვა მომხმარებლებმა საკუთარი გამოცდილების შესახებაც ისაუბრეს.

„წინა ღამით აეროპორტში მივედი და იქ გავათიე ღამე", - კომენტარებში წერს საკუთარი გამოცდიელების შესახებ TikTok-ის ერთ-ერთი მომხმარებელიც.