დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უთხრა. ორი ქვეყნის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი ორი საათი გაგრძელდა.
მედიის ინფორმაციით, საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება ტაივანის საკითხს დაეთმო. ჩინური მედიის ინფორმაციით, სი ძინპპინმა ბაიდენთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ ამერიკამ უნდა დაიცვას „ერთი ჩინეთის პრინციპი“ და პეკინი მკაცრად ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობასა და გარე ძალების ჩარევას.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და ოფიციალური ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევას.