„ისევ გავდივარ ქიმიოთერაპიას და როგორც ყველას, მეც მაქვს ცუდი და კარგი დღეები“- ქეით მიდლტონის ემოციური წერილი

ქეითი

ცოტა ხნის წინ უელსის პრინცესა მეფის იუბილესადმი მიძღვნილ Troopong The Colour-ის საზეიმო დღესასწაულზე ოფიციალურად გამოჩნდა. ეს საჯარო გამოსვლა იმდენად ეფექტური და რეზონანსული იყო, რომ ყველას გამორჩა პრინცესას წერილი, რომელიც მის საჯარო დაბრუნებას უძღოდა წინ. არადა, ქეითმა ეს გამოსვლა წინასწარ დააანონსა და თქვა, რომ ეს მხოლოდ დროებითი დაბრუნება იქნებოდა. ქეითის საჯარო წერილს ახალი ფოტოც ახლდა თან, რომელიც ტყეშია გადაღებული.

„მე სულ უფრო მეტად გაოცებული ვრჩები თქვენი კეთილი სურვილებითა და წერილებით. ამან მართლა შეცვალა ჩემი და უილიამის სამყარო. ახლა უკეთესად ვარ, ისევ გავდივარ ქიმიოთერაპიას  და როგორც ყველას, მეც მაქვს ცუდი და კარგი დღეები. ცუდ დღეებში, თავს სუსტად ვგრძნობ, მაგრამ კარგ დღეებში, როცა ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, მინდა, ეს ენერგია მაქსიმალურად გამოვიყენო. ჩემს მკურნალობას კიდევ დრო უნდა და ის რამდენიმე თვეს გასტანს. მინდა, ეს დრო გაძლიერებას დავუთმო, მეტად მოვუსმინო ჩემს ორგანიზმს და ვისწავლო, გავხდე მეტად მომთმენი. მადლობა გაგებისთვის“ – წერს ქეით მიდლტონი.