„ისეთი სცენარი გაათამაშა, თითქოს ბავშვი აუზში დაიხრჩო...“ - 4 წლის შვილის მკვლელობისთვის დედა დააკავეს (უცხოეთი)

მკვლელი

აშშ-ში, პედიატრი 4 წლის ქალიშვილის მკვლელობის გამო დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მას ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში.

როგორ ირკვევა, ქალმა შვილი მოკლა, შემდეგ კი ისეთი სურათი დახატა, თითქოს ბავშვი დაიხრჩო. პოლიციამ ბავშვი საცხოვრებელ სახლში, აუზში იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 

ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ მას და მის ქალიშვილს ეძინათ, როდესაც დაახლოებით დილის 3:20 საათზე ხმამაღალი ხმაური გაიგონა. მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ როდესაც გაიღვიძა, შენიშნა, რომ ოთახში კარი ღია იყო და როგორც კი გარეთ გავიდა, ქალიშვილი წყალში დაინახა.

მან თქვა, რომ დახმარების გამოძახებამდე, რადგან ცურვა არ იცოდა, თავად სცადა ქალიშვილის გადარჩენა. ზარი დაახლოებით დილის 3:40 საათზე განხორციელდა.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვის ფილტვებში წყალი არ აღმოჩნდა, რამაც დედის ვერსია დახრჩობის შესახებ უარყო. 

სამაგიეროდ, ექიმებმა აღმოაჩინეს „პირის ღრუში ჭრილობები და ლოყებზე სილურჯეები“, რომლებიც არ უკავშირდებოდა აუზიდან ამოყვანის შემდეგ გაწეულ სასიცოცხლო მომსახურებას.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. თუმცა, დაპატიმრების ორდერში ნათქვამია, რომ „დაზიანებები შეესაბამება დახრჩობით მიყენებულ ასფიქსიას“.