„არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ…“ - რას წერს ჯორჯინა
1769106385
ავსტრიაში ძროხამ, სახელად ვერონიკამ, მეცნიერებს აიძულა გადაეხედათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინტელექტის შესახებ არსებული შეხედულებებისთვის. ცხოველმა ისწავლა ჯაგრისისა და ჯოხების გამოყენება ზურგის მოსაფხანად და ამას სიტუაციის შესაბამისად, გააზრებულად აკეთებს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
ვერონიკა ფერმერს ეკუთვნის, რომელიც იტალიის საზღვართან ახლოს ცხოვრობს. მფლობელმა შენიშნა, რომ ძროხამ ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ დაიწყო ხის ნაჭრებით თამაში, მოგვიანებით კი ისინი ზურგის მოსაფხანად გამოიყენა. გარდა ამისა, ცხოველი ცნობს ოჯახის წევრების ხმებს და რეაგირებს, როცა მას სახელით უხმობენ.
მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ძროხა სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის სხვადასხვა „ინსტრუმენტს“ არჩევს. ზურგზე, სადაც კანი უფრო უხეშია, ის იყენებს ცოცხის უხეშ ნაწილს, ხოლო უფრო მგრძნობიარე ზონებისთვის ფრთხილად გადადის გლუვ სახელურზე.