ბიზნესმენი თავის დამლაგებელზე დაქორწინდა, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ 43 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა

ქორწინება

2025 წელს ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჩეშირის საგრაფოში მდებარე უძველესი ფერმა Moat Hall Farm და ბრიტანელი რიჩარდ სკოტის სხვა აქტივები, ჯამში 43 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულებით გადავიდოდა მის ცოლ ჯენიფერზე, რომელიც მანამდე მამაკაცთან დამლაგებლად მუშაობდა. ბიზნესმენის უფროსი ვაჟი, რომელიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა, ფაქტობრივად ხელცარიელი დარჩა. ის  ყოფილ მოახლეს მამის ქონების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებდა.

მილიონერის მემკვიდრეობას თითქმის შვიდი წელი ვერ იყოფდნენ
რიჩარდ სკოტი 2018 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში 81 წლის ბიზნესმენი მძიმედ იყო ავად და მუდმივ მოვლას საჭიროებდა, რაც მისმა  ცოლმა, ჯენიფერმა, საკუთარ თავზე აიღო. 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე ის სკოტთან დამლაგებლად მუშაობდა, შემდეგ მათ შორის გრძნობები გაჩნდა,  ჯენიფერმა მას შვილებიც გაუჩინა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე სკოტმა ცოლზე გადააფორმა ფერმა, რომელსაც სკოტების ოჯახი 300 წელზე მეტხანს ფლობდა.

2025 წლის დასაწყისში ბიზნესმენის ვაჟმა, ადამ სკოტმა, კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა სასამართლოში თავისი 60 წლის დედინაცვლის წინააღმდეგ და მოითხოვა საგვარეულო ქონების დაბრუნება. მისი აზრით, ჯენიფერმა მამამისს ახალ ანდერძზე ხელი მაშინ მოაწერინა, როდესაც ის უკვე ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებებს. თუმცა სასამართლო ქალის მხარე დაიჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ სკოტს დემენცია ჰქონდა, სასამართლომ დაასკვნა, რომ ახალი ანდერძის ხელმოწერის მომენტში ის საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი იყო. ადამი ჩიოდა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი მამის ბიზნესის განვითარებას მოახმარა პირადი ცხოვრების ხარჯზე, თუმცა ამ არგუმენტებმა სასამართლოზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.