ირლანდიას ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკების გაღრმავება სურს

ირლანდიას ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკების გაღრმავება სურს

ირლანდიას ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკების გაღრმავება სურს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიხოლ მარტინი, რომელიც ახლა საქმიანი ვიზიტით პეკინში იმყოფება, პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლი ციანთან ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობის საკითხებს განიხილავს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ირლანდიის მიზანია ჩინეთისა და ევროკავშირის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკასთან სტრატეგიული კავშირები განამტკიცოს.

მარტინი ირლანდიის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩინეთში ვიზიტით ჩავიდა.