თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა
1749889643
ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმები ირანის ტერიტორიაზე გრძელდება. ირანული მედიის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, ძლიერი აფეთქებები ხდება თეირანის დასავლეთ ნაწილში.
ირანული სააგენტო Fars-ის ცნობით, ისრაელის სამიზნე გახდა ფორდოს ბირთვული ობიექტიც. სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტის ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა, რამაც ზიანი მიაყენა ორ წერტილს.
ეს თავდასხმები ისრაელის მიერ 13 ივნისს განხორციელებული ფართომასშტაბური იერიშის ნაწილია, რომლის დროსაც სამიზნეში მოექცა არა მხოლოდ თეირანი, არამედ ქალაქები თავრიზი, ლურესტანი, ქერმანშაჰი და ასევე ნათანზის ბირთვული ობიექტი.
თავდასხმების შედეგად, ირანული მედიის ცნობით, დაიღუპნენ მაღალჩინოსანი სამხედრო პირები, მათ შორის ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მოჰამად ბაგერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის "ხათამ ალ-ანბიას" მეთაური ღოლამალი რაშიდი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ალი ჰაჯიზადე, ასევე 6 ბირთვული მეცნიერი.