ირანში აცხადებენ, რომ „ტრამპის“ გზა იგივეა, რაც „ზანგეზურის დერეფანი“ და თეირანი ამ პროექტის კატეგორიული წინააღმდეგია

„როიტერი“ - ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

საერთაშორისო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის მთავარი მრჩეველი ალი აქბარ ველაიათი აცხადებს, რომ „ტრამპის გზა“ იგივეა რაც „ზანგეზურის დერეფანი“ და თეირანი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

მედიის ცნობით, ირანისთვის მიუღებელია კავკასიასთან დაკავშირებით შემუშავებული ტრამპის გეგმა, რადგანაც ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ირანის უსაფრთხოებას.

ველაიეთიმ ამის შესახებ თეირანში სომხეთის ელჩთან, ფირგორ აკოპიანთან შეხვედრისასგანაცხადა .

„ტრამპის გეგმა კავკასიასთან დაკავშირებით არაფრით არ განსხვავდება „ზანგეზურის დერეფნისგან“, ირანი ამის კატეგორიულად წინააღმდეგია“, – განაცხადა ირანის ლიდერის მრჩეველმა.

მისი განმარტებით, ეს დერეფანი „ქმნის პირობებს ნატო-ს ყოფნისთვის ირანის ჩრდილოეთით და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ირანის ჩრდილოეთისთვის და რუსეთის სამხრეთისთვის. ველაიეთის თქმით, აშშ-ის რეგიონში იჭრება სამხედრო კუთხით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების საფარქვეშ.

„გამოცდილება აჩვენებს, რომ ამერიკელები ჯერ სენსიტიურ რეგიონებში შედიან, თითქოსდა ეკონომიკური პროექტებით, მაგრამ თანდათან მათი წარმომადგენლობა ფართოვდება სამხედრო და უსაფრთხოების განზომილებამდე. ნებისმიერი ფორმით აშშ-ის ღია ყოფნას ირანის საზღვრებთან ექნება შედეგები ირანის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ირანი ლიდერის მრჩეველმა.