„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
1779647632
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეერთებულ შტატებთან პოტენციური ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად მრავალი საკითხი შეათანხმეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თეირანი შეთანხმებას ხელს მალე მოაწერს.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ თქვა, რომ ირანი მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე აწარმოებს, ბირთვული იარაღის საკითხზე დიალოგს კი, მემორანდუმის საბოლოოდ ფორმირების შემთხვევაში, 60 დღის პერიოდში განიხილავს.
„სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ განსახილველი საკითხების დიდ ნაწილზე შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს შეთანხმების გარდაუვალ ხელმოწერას ნიშნავს - ასეთ პრეტენზიას ვერავინ წამოაყენებს“, - განაცხადა ბაღაიმ.
ცოტა ხნით ადრე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სოლიდური შეთანხმების მიღწევა შესაძლოა დღეს გახდეს შესაძლებელი.