ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული დარტყმები გენოციდის ტოლფასია

ომი ირანში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საედ ხათიბზადე აცხადებს, რომ თეირანმა თეთრ სახლს გაუგზავნა მესიჯი, რომ  შეუძლებელია ერთდროულად გქონდეს ნამცხვრი და თან ის ჭამო.

ამის შესახებ საედ ხათიბზადემ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გზავნილი მას შემდეგ გაკეთდაა, რაც ისრაელმა ლიბანზე მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა.

„შეუძლებელია, მოითხოვო ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ დათანხმდე პირობებს, დაეთანხმო ყველა რაიონში ცეცხლის შეწყვეტას, კონკრეტულად ლიბანიც დაასახელო, შემდეგ კი შენმა მოკავშირემ დაიწყოს ხოცვა-ჟლეტა“, – განაცხადა საედ ხათიბზადემ.

მისი თქმით, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული დარტყმები „გენოციდის ტოლფასია“.

ისრაელში აცხადებენ, რომ მათი იერიშები მიმართულია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.