ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

დაბომბვა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს იყო ირანის მხრიდან გაშვებული რაკეტების პირველი შემთხვევა ბოლო 10 საათის განმავლობაში. განგაშის სიგნალი ამოქმედდა ეილათის რაიონსა და ისრაელის სამხრეთ ნაწილში.

ისრაელური მხარის მტკიცებით, რაკეტების ჩამოგდება მოხერხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.