ირანმა დრონით ისრაელის ქალაქ ბეთ-შეანს შეუტია - მედია

ისრაელი

ირანი ისრაელს დრონებით თავს დაესხა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთი დრონი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეთ-შეანში დაეცა, ხოლო მეორე - გოლანის მაღლობებზე.

ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ დრონების ჩამოგდება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ისრაელური მედია იუწყება, ეს არის დრონებით პირველი წარმატებული შეტევა მას შემდეგ, რაც ისრაელ-ირანის კონფლიქტი დაიწყო.

დრონების შეტევის დროს ქალაქში განგაშის სირენა ჩაირთო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.