ხვიჩა კვარაცხელიამ ჩელსის დუბლი შეუსრულა!
1773266535
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ირანმა და მის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს.
მედიის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანი და „ჰეზბოლა“ ერთობლივ დარტყმებს ახორციელებს.
ამავდროულად, ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მათ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მასშტაბური დარტყმები დაიწყეს.
პარალელურად, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანიდან გამოშვებული რაკეტებისა და უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებენ.