1758800532
გურამ მაჭარაშვილი: არანაირი რევოლუციის ჟინი არ არსებობს, ოპოზიციას დაპირისპირება იმიტომ სურთ, რომ არჩევნები ყველგან წააგეს, ახლა ამ არჩევნებსაც წააგებენ

4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით. სახელმწიფოს პოზიციაა, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, შესაბამისი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონს თუ არავინ დაარღვევს და მშვიდობიანი აქცია იქნება, ეს დემოკრატიის ნაწილია.
„უკვე აღარ მალავენ და ღია დაპირისპირებაზე მიდიან, ცეცხლი წაუკიდეს იმ შენობას, მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს პოლიციელს. როგორც წესი, თუ რევოლუციური ჟინია, ქუჩაში გამოდის, მაგრამ არანაირი რევოლუციის ჟინი არ არსებობს, მათ დაპირისპირება იმიტომ სურთ, რომ არჩევნები ყველგან წააგეს. ახლა ამ არჩევნებსაც წააგებენ. ქუჩა წააგეს, მხარდაჭერა არ აქვთ და ახლა მითიურ სამყაროში არიან გადასული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა